ტელეკომპანია „იმედი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივის. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
მინდა გამოვეხმაურო ბატონი ნიკა მელიას დღევანდელ ყოვლად ამორალურ განცხადებას. თუ წარსულში „ნაციონალური მოძრაობის" სავიზიტო ბარათი იყო დიქტატურა, სისასტიკე, ბოროტება, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს, მათი სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი, აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ლადო გურგენიძემ და რომან გოცირიძემ აღიარეს, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა დააწყებინეს, გურგენიძემ პრემიერობის დროს, გოცირიძემ კი, ეროვნული ბანკის მმართველობის დროს.
საქართველოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული არჩევნებია, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებს დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა და სამომავლოდ წარმატება უსურვა.
მმართველი პარტიის მიერ მხადაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გორში ფერმერებს შეხვდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ქალაქ ონში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, კახა ისაკაძემ და გია მეტრეველმა დაჭრეს.
თბილსის მერი, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე, ვაჟთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.