საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი ფორმატი, რომლის პირველი შეხვედრა დღეს ბრიუსელში გაიმართება, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეს და ხელს უწყობს სექტორული კავშირების გაღრმავებას, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეხვედრისას აღინიშნა.
ნოდარ ვაშაძე თუ დათანხმდება, ჩამოვა და იცის ქართული, მზად ვარ, დებატებში გამოვიწვიო, განაცხადა მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, თეიმურაზ გორჯესტანმა ტექნოპარკში, სადაც სალომე ზურაბიშვილი სტუდენტებს ხვდება.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, ეკოლოგიური, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების ხარჯები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ და პირველმა მოადგილემ, მანუჩარ ფანჩულიძემ სოფელ საზანოში მდინარე ძუსაზე ხიდის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ მოადგილესთან მერაბ ორდინიძესთან ერთად, სოფელ ღარის მოსახლეობასთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის მხარდაჭერით, თერჯოლა-რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ჭიათურის დამაკავშირებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის დროებითი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
„ეს სხვა ძალაა, ეს დესტრუქციული ძალაა, აღარ შეუძლია კანონიერი გზით ხელისუფლებაში მოსვლა, მხოლოდ სიტუაციის ატრიალება უნდათ“, განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელი მურმან დუმბაძე, წინასაარჩევნო გარემოსა და გამოკვეთილ დარღვევებთან დაკავშირებით „არჩევანის“ ეთერში საუბრობს.
„შავი სიის“ პროცესი გუშინ არ დასრულებულა, ეს იქნება მუდმივი პროცესი და გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომ საზოგადოებას ღირსეული ცხოვრება შეეძლოს“ – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.