თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში კანადის ახალ თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ტოდ ბრეითვეითს უმასპინძლა.
I ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება დაასრულა. ერთი კვირის მანძილზე, სიმულაციური სცენარის მიხედვით, სამხედროები პირობითად მტრის ზურგში მოქმედებდნენ და ბოლოს ფრონტის ხაზის გადაკვეთით საკუთარ ძალებს შეუერთდნენ.
მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების გერმანული მარშალის ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის დელეგაციას შეხვდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს გამართულ სხდომაზე, რომელსაც საბჭოს ცხრა წევრიდან შვიდი ესწრებოდა, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ირინა ფუტკარაძე ხუთი ხმით აირჩია, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებელი.
„ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტს ეხმაურება. ბაქრაძე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამის დაკავების შემდეგ, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის დედა მივიდა. როგორც დაკავებულის დედამ, მარინა ბეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, საპროტესტო აქციებში ის ჩაერთვება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 ოქტომბერი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0029 პუნქტით გამყარდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრუწლოვნის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის დაკავებას გაერთიანებულ ოპოზიციაში ეხმაურებიან. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმზღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, საკუთარ გამოსვლაში სარალიძეზე თავდასხმისას, მისი დაკავების პირდაპირი ბრძანება გასცა.
„ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებს ალოკაციით და ალოკაციის გარეშე, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.