ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის შეხვედრას ამომრჩეველთან მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც ესწრებოდა. რულოვსის თქმით, გრიგოლ ვაშაძე იქნება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იმყოფებოდა ბათუმში გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად. ვაშაძის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს ყველაფერი წაართვა, მათ შორის სიტყვა ოცნება.
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სულ 25 კანდიდატი მიიღებს. მათგან 19 პოლიტიკური პარტიების, ხოლო ექვსი საინიციატივო ჯგუფების მიერაა წარდგენილი. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მ.თ. ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს, ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მის წინააღმდეგ აგორებული ცრუ კამპანიის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მოსკოვი საქართველოს არჩევნებში ერევა და დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული.
რუსთავში, სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხეში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1995 წელს დაბადებული ა.ა. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირანის ლიდერებმა ბრალი დასდეს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს სამხედრო აღლუმზე განხორციელებულ თავდასხმაში, რამაც 25 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთაგან თითქმის ნახევარი „რევოლუციის მცველთა“ ჯარისკაცები არიან.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი უცხო ქვეყნისათვის თავშესაფრის თხოვნას არ გამორიცხავს, თუკი საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გახდება. მან აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ „რუსთავი 2“–ის ეთერში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.