„ჩვენ ვაძლიერებთ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციებს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს ყოველდღიური ინტერაქცია პარლამენტსა და მთავრობას შორის, რაც შეუძლებელია, პრაქტიკულად, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის ერთ ქალაქში და პარლამენტი - მეორე ქალაქში“, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე რეგლამენტში შესულ ცვლილებასა და პარლამენტის ადგილმდებარეობად თბილისის მითითებას ეხმაურება. ვაშაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მხარდამჭერებთან ერთად, ბრიფინგი გამართა.
„პანკისობა 2018“ დღეს აღარ გაიმართება. პანკისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები მას შემდეგ გაუქმდა, რაც პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ადგილობრივებს დაშლისკენ მოუწოდა.
ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
დედოფლისწყაროში, ჰერეთის ქუჩაზე მომხდარ ხანძარს 72 წლის ქალი ემსხვერპლა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი: 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით, ირანის მოქალაქეები - 1990 წელს დაბადებული მ.შ და 1980 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს.
წყალტუბოს არტ-ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. საპატიო სტუმრებსა და ფესტივალის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა მიმართა.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ რომის პაპი ყველაფერზე გამოხატავს თავის პოზიციას, მაგრამ ამის გამო არავის გვრჩება აზრი, რომ ის პოლიტიკაში ერევა.
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.