სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების “Agile Spirit 2018”-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია უცხოელ სამხედრო ატაშეებთან ერთად, სწავლების კონტროლის ჯგუფში (EXCON) და მრავალეროვნული ბრიგადის (MNB) შტაბში სწავლების საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო პროგრამა“ დაიწყო. ორთვიანი კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა, უსაფრთხოების სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და განაცხადა, რომ მომავალ წელს, ხარაგაულის ყველა სოფელში წყლის სისტემა, სათავე ნაგებობებით, იქნება მოწესრიგებული.
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე კვლევა ცხადყოფს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი მზარდია.
„საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, მეორე კვარტლის შედეგები რამდენიმე მნიშვნელოვან მაჩვენებელს შეიცავს. მათ შორის, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2 პარამეტრი: შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 9,4%-იანი ზრდა და 34.3 პროცენტით გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი. ამ უკანასკნელის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ორფოლოს პოლიგონზე გარდაცვლილი სამხედროს, მირზა ჩიჩუას ოჯახის ბრალდებას თავდაცვის სამინსტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, კონკრეტულად მის მეუღლეს, მარიამ ახვლედიანს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გაეწია ფულადი კომპენსაცია 8 750 ლარის ოდენობით და გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს სამინისტრო თანხებს ზოგავს და ექსპერტიზის დასკვნას აყალბებს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
ეკონომიკური ანალიტიკოსის, მერაბ ჯანიაშვილის განცხადებით, უცხოური ინვესტიციები ერთი მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის, რაც ლარის კურსის სტაბილურობაზე ახდენს ზეგავლენას.
„საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელება და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი", განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ 2018 წლის მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.