სხვა გზა არ დამიტოვეს, აცხადებს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის,ზაზა სარალიძის მიერ 10 სექტემბრიდან დაანონსებულ აქციებს უერთდება.
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების - ძეძილეთის, ნოღისა და გორდის მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი 10-კილომეტრიანი გზის მშენებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ დასკვნა სამარცხვინოს უწოდებს, 10 სექტემბრიდან აქციებს აანონსებს.
საპარლამენტრო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენციის „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ქართული ოცნების“ ორგანიზებით, თბილისში, ხვალ, 7 სექტემბერს 09:00 სთ-ზე „პროგრესული ალიანსის“ საერთაშორისო კონფერენცია „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“ გაიხსნება.
მარნეულის ყოფილ მერს, თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძემ, წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ბრიუსელში ვიზიტისას ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა, რომელიც თბილისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე აცხადებს, რომ იაპონიასთან და ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნებთან თანამშრომლობა ქართული კომპანიებისთვის კარგი სტარტი იქნება
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე მეორე დღეა ევროკავშირის დედაქალაქში შეხვედრებს მართავს. ბრიუსელში ვაშაძესთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილიც იმყოფება.
„დღგ-ს ავტომატური დაბრუნება ჩვენთვის ნიშნავს, რომ სამთავრობო სტრუქტურები უკეთ მუშაობენ და ამ გზით ხელს უწყობენ საქართველოში დამატებითი ინვესტიციების ჩაბრუნებას ბიზნესში“- ასე ეხმიანება შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენც“-ის დამფუძნებელი პედრო ლუის პასტორი დღგ-ს დაბრუნების რეფორმას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.