საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსური აუდიტის ანგარიშის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 2017 წელს 1,067,922 ლარის დანამატი გასცა.
როდესაც საქართველო რუსეთთან ომის ათი წლისთავს აღნიშნავს, მისი ვალუტა სამხრეთელი მეზობლის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, წერს სააგენტო „ბლუმბერგი“.
ვანის მუნიციპალიტეტში ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის აღდგენა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრიამ დაათვალიერა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, თუ რა პოზიციას დაიჭერს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში ცალკეულ კანდიდატებთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა კაზინოებსა და ტოტალიზატორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ, კაზინოებსა და ტოტალიზატორებს ქალაქგარეთ, ახალგაზრდების და ხალხისგან შორს, გადაიტანს.
„ჩვენს მოცემულობაში, სჯობს პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით იყოს არჩეული. თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. პრეზიდენტი უნდა იყოს აპოლიტიკური ფიგურა, ის უნდა იყოს როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის პრეზიდენტი, ამიტომ არჩევის წესი უნდა შეესაბამებოდეს სწორედ ამ ბაზას, რომ ის იყოს ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე, თუნდაც მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიისა” - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი სოფელ ზედა მესხეთში, მერის წარმომადგენელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დიდუბის რაიონში ოთხსართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის ნებართვა მისი მერად არჩევის მერე არის გაცემული და ამ შეცდომასა და შენიშვნას იღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.