შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი თეა წულუკიანის, რომელმაც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის დანიშვნასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებების გაკეთება მოსთხოვა, საპასუხოდ აცხადებს, რომ მინისტრის განცხადებები ემსახურება იმას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის საკითხიდან აქცენტი სხვა საკითხზე გადაიტანოს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. მარგველაშვილის მრჩევლები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო მოსამსახურეების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბებაში სდებს ბრალს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიმდინარე წლის პირველი ნახევრის (იანვარ-ივნისის) ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ფ.წ. და 1989 წელს დაბადებული მ.თ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, 1987 წელს დაბადებულ მ.თ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ43-კმ72 მონაკვეთი სრულად გაწმენდილია.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო მლეთაში მომხდარი სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ბესიკ თალაკვაძე, მოადგილე მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი მოადგილეებთან ერთად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.