საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 აგვისტო, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0652 პუნქტით გაუფასურდა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სანამ არ გადადგება და საბრალდებო სკამზე არ დაჯდება სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.ნათელაშვილს სამართლიანი არჩევნების ჩატარების იმედი არ აქვს.
„ვალუტის რყევაზე რაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ბოლო პერიოდში გაზრდილია როგორც ფულადი გზავნილები, ისე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ექსპორტი", აცხადებს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა ცუცქირიძე.
„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა, სავალდებულო ქიმიური კასტრაციით", აღნიშნული განცხადება „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციური პარტიების განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის წევრების ახლობლებით დაკომპლექტების შესახებ, ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობაა.
„ამ სწავლებების ფარგლებში ჩვენი თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან უფრო მაღლდება, კომუნიკაცია სხვადასხვა სტრატეგიულ პარტნიორთან უფრო ღრმავდება, პროფესიონალიზმი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები უფრო ძლიერდება“, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში, რომელმაც „ღირსეული პარტნიორი 2018“ მიმდინარეობას გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად დღეს დილიდან აკვირდებოდა.
საქართველოს რამდენიმე რეგიონში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ცალკეულ მონაკვეთებზე დროებით შეფერხდა, თუშეთისა და ყაზბეგის მიმართულებით კი, მოძრაობა რამდენიმე საათით ჩაიკეტა.
მამუკა არეშიძის განცხადებით, საზოგადოების გადამწყვეტ ნაწილს არ მოსწონს პრეზიდენტის გადაცდომები. არეშიძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილს არ აქვს ამის უფლება, რადგან იგი სახელმწიფოს წარმოადგენს.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისთვის სალომე ზურაბიშვილს ორიანს ვუწერ, თუმცა ხუთიანს - საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გაკეთებულ საქმეში - ასე ეხმაურება ექსპერტი მამუკა არეშიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით.
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის მიზეზების შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე დაზიანებები უნდა შეფასდეს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის, რასაც სიკვდილი მოჰყვა. ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.