სისხლის ცენტრალური ბანკი ხარაგაულში უანგარო დონაციის აქციას - „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ მართავს.
ინტენსიური წვიმის შედეგად, დღეს დილით ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე განმეორებით ჩამოვიდა მიწა-კლდის მასა და გზის 80-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცირე ჩამონაშალი იყო ასევე, აღნიშნული გზის კმ14-კმ15 მონაკვეთებზე, სადაც თუშეთისკენ მიმავალ ტურისტებს გზა ჩაეხერგათ.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი გაძლიერება შესაძლოა შეფასდეს, როგორც ეკონომიკური ომის გამოცხადება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კრონოცკის სახელმწიფო ნაკრძალის თანამშრომლებთან შეხვედრისას.
საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობის სახელით გამოცემულ საკანონმდებლო აქტებში გამოყენებული ტერმინის „ოჯახის უფროსის“ სხვა უფრო ნეიტრალური ფორმით მოდიფიცირება მოითხოვა. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ქართველი სამხედროების მნიშვნელოვან წვლილს ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებულ ყოფილ პროკურორს, გიორგი ჭანტურიას, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ვეტერანების სახელმწიფო საქმეთა სამსახური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბესიკ ქათამაძის მიერ ვეტერან ირაკლი გოგოლაძის შესახებ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ვეტერან ირაკლი გოგოლაძეს ვეტრანთა სახელმწიფო სამსახური არა ერთხელ დაეხმარა და ახალაც ცდილობს ყველანაირად დაეხმაროს.
ათეულობით ადამიანი, მათგან ბევრი ბავშვია მოკლული და დაჭრილი მეამბოხეების ხელში მყოფ ჩრდილოეთ იემენში, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, იტყობინება BBC მედიკოსებზე დაყრდნობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.