„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურს, რადგან ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი ფურცელზე იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ წევრი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საკადრო პოლიტიკა ისევ არასწორი მიმართულებით მიდის და ამის დასტურია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 29 წლის თორნიკე რიჟვაძის დანიშვნაც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასა და არჩევნების თარიღის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებაში“ სერიოზული განხეთქილებაა.
მამუკა ბახტაძისთვის ამხელა ტვირთის აკიდება ძალიან არასწორი მგონია. მისმა პირველივე გადაწყვეტილებამ სვანეთში ლამის სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვია, აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
თუშეთში, გომეწრის ხეობაში სოფელ ილიურთასთან ჯიპის მარკის ავტომანქანა გუშინ საღამოს ხრამში გადავარდა. ავარიისას დაშავებულები მაშველებმა ხრამიდან დღეს დილით ამოიყვანეს.
ოფიციალური პირების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარს ათასობით მეხანძრე ებრძვის, ცეცხლი მაინც ბობოქრობს და სწრაფად ვრცელდება.
2020 წლისთვის „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილებები უფრო გაღრმავდება, დიდი ალბათობით, უფრო გაუარესდება მდგომარეობა ქვეყანაშიც, ამიტომაც შესაძლებელია სამაგალითოდ დასაჯონ კვირიკაშვილი და მისი გუნდი და ამით თითი დაუქნიონ უკმაყოფილო ჯგუფებს, თუ არ დაგვემორჩილებით, თქვენც ამ გზის გავლა მოგიწევთო, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.
„ეროვნული ფორუმის“ ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს მოსმენის შემდეგ, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილს არ აქვს სინანულის გრძნობა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მას სწორი დასკვნების გამოტანა არ შეუძლია და შესაბამისად, მისთვის პოლიტიკური მოღვაწეობის ფინალიც სავალალო იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.