„ნაციონალური მოძრაობის“ და კიდევ 9 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ სამეგრელოში საარჩევნო კამპანიისას განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეს დღეს შია, გამსჭვალულია პროტესტის გრძნობით და ყელში აქვს ამოსული მოქმედი ხელისუფლება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა. ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ (ჩინური და ირანული) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია.
„რომელ პოლიტიკურ ძალებთან ვაპირებ თანამშრომლობას? პირველ რიგში მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით...“
ბათუმში, ანბანის კოშკთან განზრახ მკვლელობის მცდელობით 4 პირი დაჭრეს. დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წარმომადგენელმა და ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა თანამებრძოლმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში, ჟურნალისტ დავით აქუბარდიასთან სტუმრობისას თქვა, რომ ივანიშვილმა „ქართულ ოცნებას“ განაჩენი 2016 წელს გამოუტანა, როცა „შუა გაკრიფა“ და დღეს მმართველ პარტიასაც და ივანიშვილსაც „დაკარგული აქვს მორალური უპირატესობა“, რაც გუბაზ სანიკიძის აზრით, საბოლოოდ „ქართული ოცნების“ „თავისივე სიმძიმით გასრესას“ განაპირობებს.
ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ ქართულ ქვედანაყოფებს შორის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა.
ხაშში ადგილობრივებმა გზა გახსნეს. გუშინ, 26 ივლისს ზემო სვანეთის სოფელებში ჭუბერსა და ხაიშში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, მიზანი ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესწავლა იყო, თუმცა მათ მოსახლეობამ ჩხრეკის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს, თუმცა 3 საათიანი მოლაპარაკების შედეგად, გუშინ ღამით გზა გაიხსნა.
მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, მამუკა ვასაძემ განაცხადა, რომ გამოიკითხება ყველა პირი, ვისი გამოკითხვის აუცილებლობაც დადგება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ბუნებას სჭირდება დაცვა და სვანეთში მიმდინარე ღონისძიება, სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება. მაჭავარიანი ასევე აცხადებს, რომ ხე-ტყის ექსპორტში იქნება შეზღუდვები, რადგან ნედლეულის ექსპორტი ქვეყნისთვის საამაყო არ არის.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის, თეიმურაზ აბაზოვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე გამართული სხდომა აბაზოვისთვის პატიმრობაში დატივებით დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.