„ბრექსიტთან“ დაკავშირებით ბრიტანულ გამოცემა „სანთან“ სადავო კომენტარის გაკეთების შემდეგ, რომ ტერეზა მეის გეგმამ „შესაძლოა მოკლას“ აშშ-დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი სავაჭრო შეთანხმება, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა ტერეზა მეისთან „ძალიან, ძალიან მძლავრია“.
„ჩვენი ეკონომიკური ზრდის ფილოსოფია ემყარება არამარტო ეკონომიკის ზრდას, არამედ შემოსავლების თანაბარ გადანაწილებას“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც პარლამენტის წევრებმა მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების პროგრამებს მოუსმინეს.
ქუთაისის შემდეგ, იმერეთის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მასშტაბურობით ხარაგაული ლიდერობს. როგორც GUARDIAN.GE-ს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, განცხადება ამის თაობაზე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე გაკეთდა.
საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თეა წულუკიანთან მიმართებაში, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას იზიარებს.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, გონერი მეფარიშვილმა, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დათვალიერეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ხელფასების მომატებას. გახარია აღნიშნავს, რომ 13 200 პოლიციელს ხელფასი უკვე გაზრდილი აქვს.
ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადებას მიმდინარე თვის ბოლომდე გააკეთებს.
მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იქნება, არც ერთ სხვა მის კონკურენტს არავითარი შანსი არ ექნება, თუმცა ექსპერტი ეჭვობს, რომ ივანიშვილმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს „თუ არ იქნება გარემოებები, რომელიც მას აიძულებს ამ ნაბიჯის გადადგმას“.
„მხოლოდ კანონის დაცვა იყო მაქსიმალური პრიორიტეტი და სწორედ კანონის დაცვის პირობებში, გამჭვირვალობისა და არა დისკრიმინაციის პირობებში ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნულ პიროვნებას მიეღო მონაწილეობა ტენდერებში“, ლევან იზორიამ განმარტება იმ ტენდერებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის, პეტრე დევრიშაძის კომპანიამ გაიმარჯვა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ ამოცანით მართვასა და მცირე ზომის ქვედანაყოფების ეფექტურობაზე ისაუბრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.