პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ამ კანდიდატებს შორის, არც ერთს არ აქვს პოლიტიკური ცოდნა, შესაბამისად „ევროპული საქართველო“ ვერ ხედავს იმის პერსპექტივას, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები შეძლებენ ისეთი რეფორმების გატარებას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგი ქობულია წარადგინა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროში, ევროკავშირის დაფინანსებით და ენერგეტიკული გაერთიანების მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტი „შენობების ენერგოეფექტიანობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია და დამხმარე ეროვნული სტანდარტების მიღების მხარდაჭერა საქართველოში“.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ახალ მინისტრებს არ გაუჭირდებათ ამოცანების შესრულება, ვინაიდან მათ წარმატებული კარიერა გააჩნიათ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები შენობებისთვის. შეხვედრა ორგანიზებული იყო დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) მხარდაჭერით.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალ მინისტრთა კაბინეტს იწუნებენ.
პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებისგან წერილები მიიღეს.
ნორიოს საწვრთნელ არეალში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის ფაზაში (GDRP-T), IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის კულმინაციური შემაჯამებელი სწავლება მიმდინარეობს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალტუბოს სერვისცენტრმა, სოფელ თერნალის ტერიტორიაზე, საკანალიზაციო ქსელის დაზიანებული კოლექტორი და მილები აღადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.