ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზესხოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში რამდენიმე საათია, რაც ვერტმფრენი ჩაერთო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს რეგიონებში, აქედან გამომდინარე, „ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება ის, რომ ჩვენ განვახორციელოთ როგორც სტრუქტურული ცვლილებები, ისე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებით“.
ნატოს სამიტი ბრიუსელში ოფიცალურად გაიხსნა.საქართველოს შესახებ ლიდერები ხვალ ისაუბრებენ, თუმცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა დღესაც გააკეთა კომენტარი.
საქართველოს პრემიერ მინისტრი საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის შერჩევას გამოეხმაურა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე გია ჟორჟოლიანის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას ხვალ, 12 ივლისს დაასახელებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სონღულაშვილი გია ჟორჟოლიანის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, 2500 ლარზე მაღალი ხელფასის მქონე მოქალაქეებს ხელფასიდან 30% უნდა დაექვითოთ.
ნატოს სამიტის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბერლინის მიერ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწეული თავდაცვის ხარჯებისა და რუსეთის გავლენის თაობაზე.
პარლამენტის წესებისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე შესაბამისი პროცედურები დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.