იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად არჩევის შემდეგ განცხადება გააკეთა მედიის წარმომადგენლებთან. წულუკიანი არ მალავს მის კავშირებს თადუმაძესთან და ამბობს, რომ საპროკურორო საბჭომ ყველას დაანახა თუ რა ერთსულოვანია ის.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს, 11 ივლისს დაგეგმილია პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების გამართვა.
ვრცელდება პირველი ფოტოსურათი საავადმყოფოდან, სადაც დატბორილი მღვიმიდან მყვინთავების მიერ უვნებლად გამოყვანილ ტაილანდელ ბიჭებს მკურნალობა უტარდებათ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (11 ივლისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0019 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან არა სამოქმედო გეგმის მიღებაზე, არამედ ალიანსში გაწევრიანებაზე უნდა იზრუნოს, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას ამისთვის ყველა სტანდარტი და მექანიზმი გააჩნია.
მესტიაში 23 წლის ახლგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. საპროკურორო საბჭომ, თადუმაძის კანდიდატურას, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, 12 არც ერთის წინააღმდეგ, დაუჭირა მხარი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გამოცდილების არმქონე ფიგურების წამყვანი სამინისტროების ხელმძღვანელ პირებად წარდგენა მიუღებელია, მით უფრო ისეთი პირების, რომლებიც „ფულს შოულობენ მოსკოვში“.
ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ მოინახულა.
ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდით სამუშაოებსა და ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების პროცესში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებსა და მოხალისეებს იმერეთიდან შეუერთდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.