საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ფონდ „იავნანას“ თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ეხება, მის წინააღმდეგ, კამპანიაა აგორებული, რასაც, როგორც ბურჭულაძე ამბობს, აქტიური ბრძოლით დაუპირისპირდება.
ბათუმში, შავ ზღვაში დელტაპლანი ჩამოვარდა. ამ დროს ზღვაში ორი ტურისტი იმყოფებოდა, დაელტაპლანის ჩამოვარდნის გამო კი, ტურისტები ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხმაურებიან და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის მინისტრის პოსტი, შესაძლოა, დაიკავოს პირმა, რომელსაც მოსკოვიდან თბილისში გადმონაცვლება მოუწევს, აცხადებენ, რომ რუსეთიდან იმ პირების ჩამოყვანა, რომლებიც შემდგომ საქართველოს მთავრობაში ამა თუ იმ თანამდებობას იკავებენ, შემთხვევითობა არ არის.
„შენების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერიამ „სითი პარკი“ გაუშვა, მაგრამ პარკირების პრობლემა ვერ მოაგვარა და მძღოლების უკმაყოფილებაც გამოიწვია. შერგელაშვილმა ასევე მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ მერიის გამოცხდებულ პროექტს ინვესტორები არ გამოეხმაურებიან მანამ, სანამ არ მოხდება პარკირების საფასურის დიფერენცირება გაჩერების ადგილებისა და ავტომობილების ტიპების მიხედვით.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს.„აშშს-ს არც ჰყოლია და არც ეყოლება ევროპაზე სანდო პარტნიორი", - ეს არის ტუსკის მთავარი გზავნილი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ტრამპმა ნატო-ს სამიტსა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ჰელსინკში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გაითვალისწინოს.
ორფოლოს პოლიგონზე „ქარიშხალი 2018“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. დასკვნით საველე სწავლებაში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი, 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონი, 24-ე საარტილერიო ბატალიონი, ასევე ტანკსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და საინჟინრო ოცეულები მონაწილეობდნენ. II ქვეითი ბრიგადას მხარს უჭერდა IV საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული ბატალიონი.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ნატო-ს კარები ღიაა და დარწმუნებულია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები საქრთველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერენ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქრთველოს დიდი პროგრესი აქვს, მაგრამ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მთელი პლანეტის მასშტაბით ჰაერის დაბინძურებისგან ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში კვდებოდა, თუმცა 2018 წლის ანგარიშში ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საქართველომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველი ადგილიდან 70-ეზე გადაინაცვლა.
პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ხვალ, 11 ივლისს გახდება ცნობილი.
თბილისში 17 წლის ბიჭი დაჭრეს. მოზარდი, რომელსაც ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყანილი და ოპერაცია უტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.