ასეთი მიდგომით და ასეთი შემადგენლობით ეს მთავრობა ამ ქვეყანას ვერანაირ პოზიტივს ვერ მოუტანს, აცხადებს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის შეფასებისას.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა „მავნებლობა და უაზრობაა“, რომელსაც ასრულება არ უწერია.
ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ადიდებულმა ღელემ ცენტრალურ გზაზე ქვა-ღორღი გამოიტანა და ნათესები დატბორა. დაიტბორა, ასევე, რამდენიმე მოსახლის საცხოვრებელი სახლი და ეზო. დაზიანდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და მილები.
პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა აღძრას საქმე და გამოიძიოს თქვენი მონაწილეობა თაღლითურ და ასევე, შესაძლოა ძალიან მძიმე დანაშაულში, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დღეს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა 2019-2020 წლებში სახელმწიფო პენსიის ზრდას გეგმავს.~
წყალტუბოში რამდენიმე დღეა შუქნიშნები ახალი რეჟიმით მუშაობს. მოძრაობის მომწესრიგებელ ხელსაწყოებზე წითელი ფერი გულით ისახება.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის განახლებულ პროგრამას წარმოადგენს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ლოგისტიკის მრავალეროვნული საკოორდინაციო ცენტრის (MLCC) დირექტორთა საბჭოს სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს.
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი გარდამავალი მთავრობის შემდეგ წარდგენილ ახალა მინისტრთა კაბინეტში თავად წარმოდგენილი არ იქნება, იგი მაინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად დარჩება და „გარეთ ყოფნით“ „უფრო თავისუფალი, ძლიერი და კიდევ უფრო შემტევი“ იქნება.
ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდა პრემიერ მინისტრი ძველმოდური იდეებით, აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე, მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებამდე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.