უმრავლესობამ პრემიერ მინისტრის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს უკვე წარუდგინა, პრეზიდენტი კი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს მას შემდეგ, რაც ძველი მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალ წევრებს შეარჩევს.
„მთავრობა შედგება ორი ნაწილისგან - ერთი არის ის, რომელიც აფუჭებს საქმეს - პირდაპირ მავნებლები და მეორე - რომელიც არ აკეთებენ საქმეს - ანუ უქნარები", აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.
ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, მას შემდეგ რაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა, მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკური გუნდის ცვლილებაზე საუბრობს.
ბათუმში მიმდინარე „საქართველოს ევროპული გზა“ კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორთან რუპერტ ეინლისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
ლევან იზორია ერთ-ერთ მომხსენებლად წარსდგა სესიაზე - „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა - გაძლიერებული პარტნიორობა და თანამშრომლობა“. პანელს მოდერატორი იყო ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ბრაიან უათმორი.
„ევროპარლამენტს არასდროს მიუღია ერთიანი დოკუმენტი, კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით“, ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიღებას.
ადიგენის მუნიციპალიტეტს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ეწვია. ჩხობაძე სოფელ ზარზმის მოსახლეობას შეხვდა.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფლებში - ქალილოში და კაწალხევში გაიწმინდა და გაფართოვდა ხევის კალაპოტი, რომელიც უხვი ნალექების პირობებში საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას.
მუნიციპალიტეტმა დამატებით 150 ახალი ურნა შემოიტანა, რომლებიც სოფლებში უახლოეს მომავალში განთავსდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.