„2018 წლის მაისში ექსპორტის რეკორდული - 50.2 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული", აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
პრემიერ მინისტრის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს დღეს წარედგინება, პრეზიდენტი კი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს მას შემდეგ, რაც ძველი მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტიდან შვიდი დღის ვადაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მთავრობის ახალ წევრებს შეარჩევს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის აგვისტოში, საპარლამენტო არჩევნების წინ მამუკა ბახტაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 20 ათასი ლარი შესწირა, არ უარყოფენ „ქართული ოცნების“ ლიდერები, თუმცა ამბობენ, რომ სააკაშვილის რეჟიმისთვის ფულადი თანხის შეწირულობა მამუკა ბახტაძის ნება არ ყოფილა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ პრემიერ მინისტრის კანდიდატურად მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ კომენტარის გაკეთებისას თქვა, რომ „სასაცილო მდგომარეობაში ვართ“, რადგან ივანიშვილი „ვერავის ვერ ხედავს საკუთარი ოჯახის ახლობლების და ფავორიტების გარდა“.
პრემიერ მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობას „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინა, რასაც უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე სრული მხარდაჭერა მოჰყვა.
ოთხშაბათს დაკავებულ მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს რუსთავის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მამუკა ბახტაძე იყო „უკიდურესად წარუმატებელი" და საქართველოს რკინიგზა გაკოტრების პირას მიიყვანა.
ჩემი მხრიდან არასწორი იქნება დღეს საუბარი კონკრეტულ მინისტრებზე - ეს არის მამუკა ბახტაძის პრეროგატივა, განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის გაფართოებული სხდომის დასრულებისა და პრემიერ მინისტრის პოსტზე ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ბახტაძის წარდგენის შემდეგ.
ჩვენ შევამცირებთ ჩაორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ გააკეთა საგანგებო ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ იგი პრემიერ მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.