პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხორავას ქუჩა მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მოთხოვნას, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილების შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას „ანტისემიტურს და რასისტულს“ უწოდებს და მის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას აპირებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 135-136–ე კმ-ზე ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების და დაზიანებული საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამოძიებასათან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებულ გამოძიების შედეგებს დაელოდება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიიდან, რომელმაც მოზარდების მკლელობის საქმე უნდა შეისწავლოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღი ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი გაავრცელა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 8-10 ივნისს, კიევში, რიგით მეორე საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში - „საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: რეგიონული და უსაფრთხოების თანამშრომლობის საპარლამენტთაშორისო კომპონენტის განმტკიცება ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთქმედების განვითარებით“ მიიღებს მონაწილეობას.
ტრამპის ადმინისტრაციამ პირველად დაიწყო ეჭვმიტანილი არალეგალი იმიგრანტების ფედერალურ საპატიმროებში გაგზავნა, რამაც საწოლების დამატებით მოთხოვნა განაპირობა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, ა(ა)იპ „სამუსიკო გაერთიანების ცენტრის“ ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის აღსაზრდელების კონცერტი გაიმართა. მოსწავლეები მსმენელების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის #1 საჯარო სკოლაში არსებულ ქართული ენის კლუბს საჩუქრები გადაეცა. ნინოწმინდის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ქართული ენის კლუბს საჭირო ინვენტარი საჩუქრად დეპუტატმა, გიორგი მოსიძემ გადასცა. მოსიძე ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან ერთად, სოფელ განძაში გუშინ, 7 ივნისს იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.