შუახევის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბა შუახევში 30-40 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში კი, 90-120 სმ-ს აღწევს.
ხულოს მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო პრობლემები შეიქმნა. შეფერხებაა როგორც გადაადგილების, ისე ელექტრომომარაგების კუთხით. უამინდობის გამო, სასწავლო პროცესი 8 საჯარო სკოლასა და 4 საბავშვო ბაღში გადაიდო.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ 22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქალაქ თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლები თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საირმე-აბასთუმნის საგზაო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრით დაიწყო.
„ამ ეტაპზე, მივცეთ საშუალება ძალოვნებს, რომ თავისი საქმე გააკეთონ“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეკითხვას, რამდენად საჭიროდ მიიჩნევს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის საპარლამენტო ფორმატში განხილვას.
რუსი მსახიობი ნიკოლაი გოდოვიკოვი, რომელიც საბჭოთა ფილმში „უდაბნოს თეთრი მზე“ ახალგაზრდა წითელარმიელის, პეტრუხას როლს თამაშობდა, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ „მე-5 არხზე“ დაყრდნობით იტყობინება.
არგენტინის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა განაცხადა, რომ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც გასულ კვირას წყალქვეშა გემი გაუჩინარდა, აფეთქების ხმა გაიგეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, პარლამენტი, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში განიხილავს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.