წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ოთხი პირი: 1991 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 წელს დაბადებული ზ.მ., 1985 წელს დაბადებული თ.შ. და 1989 წელს დაბადებული თ.რ., მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.
სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა, განუცხადა დაკავებულის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტებს.
ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა ადგილობრივებს მცირე პრობლემები შეუქმნა. ცაგერის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდება. ამ დროისთვის კი, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქალაქში აღდგენილია ელექტრომომარაგება, ხოლო სოფლებში სამუშაოები გრძელდება.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ დასახელებულ კანდიდატები შეაფასა და აღნიშნა, რომ პარლამენტი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ შემოთავაზებული კანდიდატურებიდან სახალხო დამცველის პოზიციაზე ერთ-ერთს დაასახელებს.
მნიშვნელოვანია, რომ იყოს თანხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებში“, პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურის შემოწმების თხოვნით მიმართავს.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შემდეგ, დედაქალაქის მერიამ სასტუმროში დროებით დააბინავა.
მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პატრიარქის მიერ მის მოსაყდრედ დასახელების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საღმრთო ლიტურგია ჩატარდა. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთვრებთან და სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა.
ინტენსიური თოვის გამო ალპანა-ცაგერის გზაზე შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.