„Monarch Airlines“-მა სამეწარმეო საქმიანობა შეწყვიტა და მისი ყველა დაჯავშნული ბილეთები გაუქმდა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა, როგორც ამას BBC იუწყება.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ანივარდ (ანი) მოსოიანმა სოფლების - ჯიგრაშენის, მამწვარის, დიდი გონდრიოს, პატარა გონდრიოს, ყულალისისა და დილითის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს უთხრა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების წარმართვის მცდელობით იგი თავის დროს ტყუილუბრალოდ კარგავს.
„ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეების, რიგითი ადამიანების ბედნიერებაზე გადის სახელმწიფოს პერსპექტივა, ქვეყნის წარმატება. სწორედ ამ ხედვის, ამ ღირებულებების, ამ პრინციპის გარშემო გააერთიანა ბიძინა ივანიშვილმა მთელი ქვეყანა და ხალხთან ერთად გავიმარჯვეთ 2012 წლის 1 ოქტომბერს“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი „ახმეტობის“ სახალხო ზეიმს დაესწრო. სახალხო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაეთვალიერებინათ.
საკრებულოს მიერ თაბორის მთისა და პუშკინის ქუჩის ნაწილისთვის ზონის სტატუსის შეცვლას „მცდელობას ტერიტორია ბიძინა ივანიშვილს გადასცენ", ამ წუთებში პუშკინის სკვერში აპროტესტებს პარტია „ევროპული საქართველო“.
საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარსელის სეინტ ჩარლზის რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმისას ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სენაკში მედია-სწავლება „ღირსეული პასუხი 2017“-ის მონაწილეები მომზადების აქტიურ ეტაპზე გადავიდნენ. „ღირსეული პასუხი 2017“ II ქვეითი ბრიგადის ბაზაზზე უკვე მეორედ ხორციელდება. სწავლება 3 ოქტომბერს დასრულდება.
კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი პოლიციასთან შეხლა-შემოხლის ფონზე მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, 700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები. ინფორმაციას BBC კატალონიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შს სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ქალაქ ახმეტაში, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართულ სახალხო დღესასწაულზე იმიტირებული უსაფრთხო ქალაქი, სახელწოდებით - „ეს ჩემი ქალაქია“ წარმოადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.