საქართველოს პრემიერ მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენს.
შეერთებული შტატები კუბის დედაქალაქში მდებარე მისი საელჩოდან თანამშრომლების უდიდეს ნაწილს გამოიყვანს მას შემდეგ, რაც გავრცელებული ცნობით, თანამშრომლები „ბგერითი თავდასხმების“ მსხვერპლნი გახდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილებოდა დოკუმენტი შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შესახებ, რომელიც პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნა.
რუსეთის ამურის ოლქში სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით ერთი ოფიცერი და ორი სამხედრო მოსამსახურე მოკლა, დაჭრილია კიდევ 2 ადამიანი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნოემბერში აზიის 5 ქვეყანას ესტუმრება და მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ სამიტებში, განაცხადა თეთრმა სახლმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთში ჩავიდა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე დახვდნენ.
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვა დაასრულა.
ქალაქ ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია კუნძულის უბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თორნიკე შონიასთან ერთად, ამჯერად, მემედ აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ ბიჭიკო პაიკიძესთან ერთად, სოლომონ II-ის ქუჩაზე კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.