ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთადერთი მიზნით, რომ არ მივცეთ საშუალება თბილისის მერიას, აღასრულოს ის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის საკრებულოს სამარცხვინო უმრავლესობამ მიიღო, სამარცხვინო ვითარებაში რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული განცხადება „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა გააკეთა.
თბილისის მერიასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან შეხვედრასა და საკრებულოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც მათი თქმით, ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.
სულ მცირე 50ადამიანია მოკლული ლას ვეგასში, Mandalay Bay Casino-ს სიახლოვეს განხორციელებული სროლებისას, 200-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული. ინფორმაციას ბრიტანული „გარდიანი“ ავრცელებს. უფრო ადრე გავრცელებული ინფრომაციის თანახმად კი გარდაცვლილთა რიცხვი სულ მცირე 20-ს შეადგენდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამხატვრო სკოლამ, ქალაქის ციხის ციტადელზე ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში გამოფენა მოაწყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, თამაზ ნავერიანმა და რუსლან გაჯიევმა, მარნეულის მე–19 და მე–20 მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი თემურ აბაზოვი, საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ამირან გიორგაძე და ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატები - რამინ ალახვერდიევი და ტარიელ მამედოვი წარადგინეს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სომხეთის ტერიტორიაზე, ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტი „ბავრა“ გაიხსნა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს დელეგაცია, პირველი ვიცე პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით დაესწრო.
სულ მცირე 50 ადამიანია მოკლული ლას ვეგასში, Mandalay Bay Casino-ს სიახლოვეს განხორციელებული სროლებისას, 500-ზე მეტს კი დაზიანებები აქვს მიღებული.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ღრმად კონსპირაციული ქსელის კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთა. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი დღეს საკრებულოს დატოვებს. მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს მიერ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის დამტკიცებას ეხება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.