პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან, სამსონ კუტალიასა და მალხაზ ფოჩხუასთან ერთად, ნაბადის უბანში, დავითაიას, აჭარის, სააკაძისა და ქობულეთის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას თბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) პროფესიულ სემინარს მასპინძლობს. სემინარს ორგანიზებასა და კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უწევს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (2 ოქტომბერი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0003 პუნქტით გამყარდა.
რუსეთში, კურსკის ოლქში უცნობ პირებთან მომხდარი სროლებისას მესაზღვრე დაიღუპა. შეიარაღებული პირები უკრაინაში შეღწევას ცდილობდნენ - ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, მეორემ კი საკუთარი თავი აიფეთქა, განაცხადა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ორშაბათს, როგორც ამას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხულოს მერობის კანდიდატი გოჩა მელაძე საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, სოფლების, პაქსაძეების, გელაძეების, კორტოხისა და ბეღლეთის მოსახლეობას შეხვდა.
თბილისის მერიასთან, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს, დაპირისპირებაა. საკრებულოსა და პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მცდელობამ, შესულიყვნენ მერიაში, პოლიციასთან დაპირისპირება გამოიწვია.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თავდაცვის სამინისტროს ბიბლიოთეკართა გადამზადების კურსები დაიწყო. თანამშრომლებს კურსები საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვისა და კანონმდებლობის, აქტების შედგენის, ფონდების დაკომპლექტების, ინვენტარიზაციის, კატალოგების აღწერისა და პროექტების შედგენის შესახებ ჩაუტარდებათ.
„თუ დავით ნარმანია არ მოდის ხალხთან, მაშინ ხალხი მივა დავით ნარმანიასთან“, აღნიშნული განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა მერიასთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი თანაგუნდელებთან ერთად, ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.