საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 18-22 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც მონაწილეობას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მიიღებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტად თურქმენეთში იმყოფება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტისას კობახიძე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, აკჯა ნურბერდიევას შეხვდა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო აქციის „დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო!“ ფარგლებში, დასუფთავების აქცია ჩატარდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი წყალტუბოში, გია იოსელიანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ცხუნკურისა და ყუმისთავის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ლილუაშვილთან ერთად, სოფელ ივანდიდის ამომრჩეველს შეხვდა.
ლონდონის მეტროში პარასკევს მომხდარ ტერორისტულ აქტთან კავშირში მყოფი მეორე, 21 წლის მამაკაცი, იაჰიაჰ ფარუხი იქნა დაპატიმრებული შაბათ ღამით დასავლეთ ლონდონში, ჰაუნსლოუში და პოლიციის ცნობით, იგი ბრიტანეთის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, პატიმრობაში იმყოფება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პარლამენტის წევრმა, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” ლაგოდეხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა, პარტიის აქტივს მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
თბილისის მერიაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტებთან შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში ამბულატორიის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ადიგენის გამგეობის ცნობით, პროექტზე 6 281 ლარი დაიხარჯა.
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 13 პირი გამოავლინეს, ხოლო ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.