საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (15 თებერვალი, 2017) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0020 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახთან სავარაუდო კორუფციული გარიგების ფაქტზე, პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის უფროსი იოსებ ოხანაშვილი აცხადებს, რომ არ შეუძლია იმის დადასტურება, არის თუ არა საუბარი დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდებაში უმაღლეს სასულიერო პირზე, რადგან მისივე თქმით, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საპატრიარქოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ „ყველაფერი კარგად განვითარდება".
საკმაოდ ძლიერი ორგანიზმი ვართ და აბსოლუტურად ყველას პასუხსაც გავცემთ და თავის ადგილს მივუჩენთ, - აღნიშნული განცხადება ბერლინში ჟურნალისტებთან საუბრისას ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააკეთა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, 15-16 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.
საქართველოს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებმა, ხათუნა სამნიძნემ და თამარ კორძაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას მიერ მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მანანა კობახიძის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.