თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობა აღკვეთილია, ამბოხებულები დამარცხდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება წინააღმდგობის გარკვეული კერები.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისები გაუქმებულია, სტამბულის საბიჰას აეროპორტში კი რეისები სრულდება.
საქართველოს მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - აცხადებს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საგანგებო სხდომა ქვეყნის პირველმა პირმა თურქეში მიმდინარე მოვლენების გამო მოიწვია.
„როიტერსის“ ცნობით, თურქეთში აეროპორტები დაკეტილია, გათიშულია ინტერნეტი და სოციალური მედია. თვითმფრინავები და ვერტმფრენები ანკარაში საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.
თურქეთში სამხედროების ქმედება „საგრძნობლად კარგად ორკესტრირებულ სამხედრო გადატრიალებას მიაგავს, რომლის სათავეში ჩანს რომ დგანან სამხედროების მნიშვნელოვანი სტრუქტურები და არამხოლოდ რამდენიმე პოლკოვნიკი“, - აღნიშნული განცხადება „როიტერსთან“ საუბრისას ევროკავშირის წყარომ გააკეთა.
თურქეთში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის ათათურქის აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილი ავიარეისები ჯერჯერობით ვერ სრულდება, - განუცხადეს guardian.ge-ს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ უმცირესობის მიერ დაწყებულ ამბოხებას დაძლევს. როგორც თურქულ CNN-ს მან მობილური ტელეფონით საუბრისას განუცხადა, ქმედება არის „პარალელური სტრუქტურის“ მიერ განხორციელებული, რასაც საჭირო პასუხები გაეცემა.
თურქეთის შეიარაღებულმა სამხედრო ჯგუფმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე კონტროლი აიღო. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცლებს.
არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არმედ მთელი მსოფლიო დღეს საფრანგეთის გვერდით დგას, განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. თავდასხმა არის „საფრთხე ყველა ჩვენგანისთვის“, თქვა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.