უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს, ჩვენ ყველანი, ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და სოლიდარობას, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ჯარისკაცების დედებს შვილის თანამებრძოლებმა დედის დღე მიულოცეს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 17 527 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 948 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 579 PCR ტესტით.
„ჩვენ არ ვიმყოფებით რუსეთთან ომში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმრთავაში. მან თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომმა ევროპაში „ნაპრალი“ შექმნა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ „ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ნებისმიერი რიტორიკა სახიფათოა“. NBC-ისთან ინტერვიუს დროს ოსტინს ჰკითხეს, უნახავს თუ არა რაიმე ქმედება, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადებებს რუსეთის ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით.
GUARDIAN.GE - კიევის მიმართულებით მოძრავი ასეულობით რუსული ჯავშანტექნიკა ამჟამად გზაზე „რჩება გაჩერებული“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. „მათ, ჩვენი საუკეთესო შეფასებით, არ მიუღწევიათ რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის ბოლო 24-36 საათის განმავლობაში”, - თქვა კირბიმ ოთხშაბათს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან მოქალაქეებისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობა მკაცრდება. საუბარია კოეფიციენტების სისტემაზე, რომელიც სესხის მომსახურების ყოველთვიურ გადასახადის ზღვრის დაწესებას გულისხმობს.
უკრაინის საგანგებო სამსახურის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ამ დრომდე 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. „ყოველ საათში ბავშვები, ქალები და ჩვენი თავდაცვის ძალები კარგავენ სიცოცხლეს“, - აცხადებენ საგანგებო სამსახურში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს კაპიტალის სოლიდური ბუფერებით ხვდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყენებულ ანგარიშშია ნათქვამი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.