სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ესენინისა და ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. ამჯერად, კორინთას ქუჩა რეაბილიტირდა. სამუშაოების ფარგლებში, 1 158 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, 430 კვ.მეტრ ფართობზე კი ბეტონის საფარი მოეწყო.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად მინსკში იმყოფება და ერთ-ერთი სცენარის მიხედვით კრემლი მისი „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოცხადებას შეეცდება, იტყობინება უკრაინული მედია ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით.
თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა. მან ომის მალე დასრულება და მშვიდობა უსურვა უკრაინელ ხალხს.
წყნეთის გზატკეცილზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასასმართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოები ჩატარდა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო იყო და არის უკრაინის მეგობარი და მხარდამჭერი ქვეყანა.
საქართველო დღესვე მზადაა, გახდეს ევროკავშირის წევრი- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობის ფონზე ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს და ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა 113 აშშ დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია 2014 წლის შემდეგ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.7 პროცენტი შეადგინა.
GUARDIAN.GE - უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები და დაბომბვები არ შეჩერებულა. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვის დაბომბვებისას სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაიჭრა, როგორც ამას BBC ქალაქის მერზე დაყრდნობით იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.