ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - ჩატარდა 20 075 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 637 PCR ტესტით.
თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამისთვის -„შემოქმედებითი თბილისი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებშიტარდება.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესისადმი ერთსაათიან მიმართვაში განაცხადა, რომ „თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ტირანიაზე“. მის სიტყვას ტაში მოჰყვა როგორც „დემოკრატების“, ისე „რესპუბლიკელების“ მხრიდან. ბაიდენმა აღნიშნა, რომ „პუტინის ომი წინასწარ იყო განზრახული და მან უარი თქვა დიპლომატიის არაერთგზის ძალისხმევაზე“.
ლიბერთის ბანკომატებში უკრაინული ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდება საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას „ლიბერთი ბანკი“ ავრცელებს.
გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ; მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მიერ უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა, „მაშინ, როდესაც ჩვენი ელჩი არის იქ ტყვიების ქვეშ, რასაკვირველია, დამატებით კითხვებს წარმოშობს“.
უკრაინა სასწრაფოდ გაიწვევს თავიანთ ელჩებს საქართველოდან და ყირგიზეთიდან. ამის შესახებ ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
დედაქალაქის მერიამ ორი პროექტის განხორციელება დაიწყო. საქმე ეხება კორუფციული რისკების შეფასების სისტემის დანერგვას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობის ზრდის უზრუნველყოფას.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, როემელიც ვარშავაში მთავარ ევროპელ მოკავშირეებთან საგანგებო შეხვედრებისთვის ჩავიდა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ნათელია, პუტინი მზად არის გამოიყენოს ბარბაროსული და განურჩეველი ტაქტიკა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ; დაბომბოს საცხოვრებელი კორპუსები; გაგზავნოს რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებში ბავშვების მოსაკლავად“.
GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბვას, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა, სამხედრო დანაშაული უწოდა. „ეს ნამდვილად სამხედრო დანაშაული იყო. მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი კვარტლები. არა სამხედრო ობიექტები. ათეულობით თვითმხილველის ნაამბობი მოწმობს, რომ ეს ადამიანების განზრახ განადგურება იყო. რუსებმა იცოდნენ, თუ სად ისროდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.