იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას იწყებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
დღეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი უძღვებოდა.
თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღებას იწყებს.
ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდება, რათა მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ ან როგორ აპირებენ?, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) საქმიანობების შემოწმება დაასრულა. შემოწმების შედეგად დარღვევები გამოვლინდა სს „თელასში“, რომლებმაც 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარში მოქალაქეებზე ელექტროენერგიის გადასახადის არასწორი დარიცხვები განაპირობა.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ჩართულობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეძენას განახორციელებს.
GUARDIAN.GE - რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრიდან მე-5 დღეს კრემლი საკმაოდ შორს არის მისი საბოლოო გეგმების განხორციელებისაგან, რაც შესაძლოა უკრაინის მთავრობის დამხობას და ხელისუფლების სათავეში პუტინის მარიონეტი ლიდერის მოყვანას უკავშირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები უკრაინის დედაქალაქიდან მხოლოდ 30 კილომეტრის მოშორებით იკავებენ პოზიციებს, კიევი მაინც უკრაინელების ხელში რჩება. დღეს დილიდან ქალაქში კომენდანტის საათი გაუქმებულად გამოცხადდა.
GUARDIAN.GE - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, განა მალიარი რუსული სამხედრო დანაკარგების შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ინფორმაციას ავრცელებს. მისი ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე, 28 თებერვლის დილის 6:00 საათამდე, რუსული შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა, პირველადი შეფასებით, 5 300 ჯარისკაცი შეადგინა.
საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ. ვგულისხმობ, რომ ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაეროში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.