ხონის მუნიციპალიტეტში სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებს საჩუქრად მექანიკური სავარძელ–ეტლები გადასცეს.
საბერძნეთში, სოუდას ყურეში, კუნძულ კრეტასთან ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ტრუმანი“ მაღალი რანგის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა.
ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, რომ არ მოხდეს მათი პოლიტიზება, მცდელობები არის, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს მიმართ გამოხატული განსაკუთრებული თანადგომისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭრისათვის, საქართველოს საპატიო კონსული პარაგვაის რესპუბლიკაში კონრადო პაპალარდო სალდივარი ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რომელიც 2012 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაცია და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა ბადრაგირებისთვის განკუთვნილი 11 ახალი ავტომობილი შეიძინა, მათ შორის ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბადრაგო ავტობუსია, რომლითაც ერთდროულად 18 პირის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საჩხერის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში, 7 კმ-იანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე, კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს განსახორციელებელი ორი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. როგორც guardian.ge-ს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა, ახალქალაქს რეაბილიტირებული სტადიონი და წყალგაყვანილობის სისტემა აქვს.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ, 2017 წლის იანვრის ბოლომდე ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტოს, "რია ნოვოსტის" ევროკავშირის წარმომადგენელმა განუცხადა, რომელმაც ისურვა, მისი სახელი და გვარი არ დასახელებულიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.