დასრულდა თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში, 1998-99-2000 წლებში დაბადებულთა შორის სადაც იმერეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის გუნდები მონაწილეობდნენ.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და საზოგადოებას მიმართავს.
შვედეთმა საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის დაწესებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ევროკავშირში შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი ანდერს ანლიდმა განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს და აშშ-ს მხრიდან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "წინა ხელისუფლება არა მხოლოდ ძალადობდა მოსახლეობაზე, არამედ აშიმშილებდა მათ."
ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დღეს ბიზნესმენებს, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებსა და ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა.
რუსთავის #24 საჯარო სკოლის 18 სკოლადამთავრებული ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში მოათავსეს.
ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, თუ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მართლა მოხდა, ეს დასაგმობია.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ღვაწლზე საუბრობს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე. იგი ივანიშვილს ილია ჭავჭავაძეს ადარებს და ამბობს, რომ სამების ეკლესიის აშენებით, ასეულობით ტაძრის რესტავრაციით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობით და სხვა არაერთი მსგავსი საქმითა და ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილი დგას სწორედ იმ გზაზე, "რომელ გზაზეც იყო ილია ჭავჭავაძე".
ნადეჟდა სავჩენკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.