ჩვენ ვთვლით, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მიუღებელია. საქართველოში ეს უფლება არავის ეზღუდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებიც ახსენა და თქვა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშები პოზიტიურია.
The Guardian-ის ინფორმაციით, პარიზში, 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამს ბრალი წაუყენეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა.
ბაზრობების ადმინისტრაციები მზად არიან, გარემოვაჭრეებს ფართი წლის ბოლომდე უფასოდ დაუთმონ, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.
ჩვენ გვჭირდება კონკურენტული არჩევნები ნეგატიური სიურპრიზების გარეშე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
აწყურის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი დადგენილია, - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მაშველის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალური არხის, მეორე და სხვა რიგის გამანაწილებლების 96 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდა.
ვარკეთილის სამხედრო ქალაქში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის ღონისძიება გაიმართა. აბაშვილის ქუჩის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქის V და IX კორპუსებში საცხოვრებელი ფართები 150 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გაერო-ს გენერალური მდივანის ბან კი მუნის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადაიდო.
ეროვნულმა ბანკმა დღეს (21 აპრილი, 2016) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.