საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მაკრის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით მოქალაქე ელგუჯა საბაური დააკავა.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი აღინიშნება ევროპელი მეგობრების გარემოცვაში და ევროპის საბჭოს შენობაში, რომელიც ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პარიზში ინვალიდების სასახლეში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, საფრანგეთშიოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ირინა ბოკოვას შეხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქალაქ სენაკში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ნარკოლოგიური შემოწმების ახალი კაბინეტი გახსნა, სადაც ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების არსებობა უახლესი ნარკოტესტებით დადგინდება.
ქობულეთში წუხელ ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. გამგეობაში სტიქიის საგანგებო შტაბია შეკრებილი. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.
მექსიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატ ვერაკრუზში ნავთობის ქარხანაში მომხდარი დიდი აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა და 136-ზე მეტი დაშავდა. 88 ადამიანი საავადმყოფოში რჩება, მათგან 13-ის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტების ნაწილი სისხლის დაკარგვის გამო იმყოფებიან მძიმე მდგომარებაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს.
მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, რომ იდეალურ შემთხვევაში, პაციენტმა სამედიცინო საჭიროებებისთვის თავდაპირველად პირველადი ჯანდაცვის რგოლს (ოჯახის ექიმი, პედიატრი, თერაპევტი) უნდა მიმართოს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაავადების პრევენცია ვერ ხერხდება - ჰოსპიტალურ მკურნალობას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.