ბიძინა ივანიშვილი მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას კიდევ ერთხელ ახსენებს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა. "მას ნაზად მიანიშნეს ამაზე და ვერ გაიგო, ახლა მე ხმას ამოვიღებ და ხალხსაც ავიყოლიებ ამაში, რომ ხმა ამოიღონ" - განაცხადა "იმედის" ეთერში ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდგომი პერიოდის კულისებს მიღმა არსებულ დაპირისპირებაზეც ისაუბრა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მარგველაშვილმა, როცა მის საპრეზიდენტო კანდიდატურაზე მიდიოდა საუბარი, მას ერთადერთი პირობა დაუყენა.
ვაჟბატონი გვარამია, მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, როდესაც ამ კადრებს იღებდნენ, როგორც მაშინ იდგა კანონიერების სადარაჯოზე გვარამია, სწორედ ისე დგას დღეს თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება არ არსებობს. ამის შესახებ ივანიშვილმა "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მარგველაშვილს მოუწევს განმარტებების გაკეთება, - ამის შესახებ "იმედის" ეთერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და "რუსთავი2"-თან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა.
"ეს უნიჭო ადამიანები, ("ნაციონალები" და მათი სატელიტი ჯგუფები) დათვურ სამსახურს უწევენ თავიანთ თავს და მინარჩუნებენ საზოგადოებაში პოპულარობას", - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა "იმედის" ეთერში გააკეთა და დაამატა, რომ თუ 2016 წელს მოსახლეობა მის პოზიციას არ გაიზიარებს და სხვა შედეგებს მივიღებთ, იგი წყნარად, ვალმოხდილი წავა და მებაღეობას გააგრძელებს.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "რუსთავი 2" -ის საქმის გარშემო კომენტარი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, გვარამია და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მოსამართლეზე თავად ძალადობენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში დაკითხვაზე მივიდა. ბოკერიამ მოდულის შენობაში შესვლამდე განაცხადა, რომ მისი დაკითხვაზე დაბარება აგონიისა და ბოდვის გაგრძელებაა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კიდევ ერთხელ შეეხო "რუსთავი 2" -ის ირგვლივ შქმნილ მდგომარეობას და განაცხადა, რომ მისი მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში იყო აბსოლუტურად უცნობი და მისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მისი მესაკუთრე, თუმცა ღარიბაშვილის თქმით, სამართალი უნდა აღდგეს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მარტვილში სტუმრობისას ქართული მედიის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ, საქართველოშიმედია საშუალებები "ჯალათებისა და სადისტების დღის წესრიგს მიყვებიან".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.