პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"'არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განუცხადა, ამ მიზნით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კონკრეტული ღონისძიებების ნუსხა შეჯერდა.
პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სექტემბრიდან რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას იწყებს, – კონფერენციების ორგანიზების გეგმაზე პარტის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უძღვება.
"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", დღეს საღამოდან, გლდანის VIII მ/რაიონში, წყალსადენის 450 მმ-იან ქსელზე დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ჩაატარებს.
პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს მსჯავრდებული ქალების საკითხს. პრეზიდენტის მიერ შეწყალების მექანიზმის გამოყენების შედეგად, დღეს საქართველოში უვადო მსჯავრდებული ქალი აღარ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უშიშროების სამსახურს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შუამდგომლობით მიმართა. შესაბამის დოკუმენტი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მესტიის მუნიციპალიტეტში, უშბაზე ბელორუსი ტურისტი დაიღუპა. მას 4 ათას 300 მეტრ სიმაღლეზე ასვლის დროს თოკი გაუწყდა. კიდევ ერთი ტურისტი კი დახმარებას საჭიროებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ხულო-ადიგენის გზის პროექტის შესახებ გუშინ, ზემო აჭარაში შუამთობის დღესასწაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ურეკში მაშველებმა 13 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინეს, თუმცა მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას თავად დასჭირდათ დახმარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.