უფასო ფული კიდევ უფრო მეტი ელოდება ჩვენს ეკონომიკას, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში "კვირის 20/30" განაცხადა. მისი თქმით, 800 მილიონამდე უფასო და იაფი ფული შევიდა სოფლის მეურნეობაში, რომელზეც არავინ არაფერს ამბობს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი მომავალშიც მოახდენს რეაგირებას ნეპოტიზმის ფაქტებთან დაკავშირებით, როგორც ეს გააკეთა ზვიად ჯანყარაშვილთან მიმართებაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, ღვთისადმი მადლიერების დღე დაწესდა და ის ყოველი წლის აღდგომა დღეს აღინიშნება.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობამ, რომელიც არ აღემატებოდა 15 000 მომიტინგეს, ცხადად დაგვანახა, რომ საქართველოში "ნაცმოძრაობა" აღარ წარმოადგენს #1 ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი სესიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქციას აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან "რეკლამები გაუშვა, დიდი ფული დახარჯა და მათ მიერ კონტროლირებადი მთელი მედიასაშუალებები გამოიყენა ტემპერატურის ასაწევად," 12 000 ადამიანზე მეტი მაინც ვერ შეკრიბა.
"ქვეყანა ღარიბდება, ოჯახები ისევ წელში ტყდებიან. საქართველო ისევ დაჩოქვისკენ მიდის. საწარმოები და სხვა ბიზნესები იხურება, სამუშაო ადგილები იკარგება. ერთი რამ ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება,“ ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეებთან ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
„ბორჯღალოსნებმა“ ჩემპიონის ტიტული და ანთიმოზის თასი მეცხრედ შეინარჩუნეს. რაგბიში ევროპის ჩემპიონატის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ქართველმა ბორჯღალოსნებმა რუმინელი „მუხები“ ბუქარესტში ანგარიშით 15-6 დაამარცხეს.
"თავისუფლების მოედანზე" მიმდინარე აქციის მონაწილეები პოლიციელებს ტაშით მიესალმნენ. სამართალდამცავების მიმართ პატივისცემა მომიტინგეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის მოწოდებით დააფიქსირეს, რომელმაც პოლიციელთა გაძლიერებული მობილიზაცია ხელისუფლების მათდამი შიშს დაუკავშირა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება და აცხადებს, ის რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აქციებზე ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა საქართველოში აღარ განმეორდება.
პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავარ პროკურორს განაგრძოს სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიმართ 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და არკადი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.