შსს-ს თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი: 1971 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი არჩილ ა, 1982 წელს დაბადებული, წასრულში ორჯერ ნასამართლევი ბექა ა, 1991 წელს დაბადებული ლაშა ჟ. და 1975 წელს დაბადებული კობა მ. გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ასიფ მ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა რომან გოცირიძემ "ტაბულას" ეთერში, გადაცემა "თეორემაში". ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოს სუსტი ხელისუფლება ჰყავს და "პოლიტიკური დაჭერების" გამო ქვეყანა ინვესტორებისთვის არამიმზიდველი ხდება.
კინოვარსკვლავმა ჰარისონ ფორდმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, როცა პატარა თვითმფრინავი, რომელსაც თავად მართავდა, ლოს ანჯელესის აეროპორტიდან აფრენიდან მოკლე პერიოდში გოლფის მოედანს დაენარცხა, იუწყება "როიტერსი".
ქართული საგარეო უწყების ცნობით, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები დაიწყო, რომელშიც 2 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას წარმოადგენს.
ნიუ იორკის ლა გვარდიას აეროპორტში დელტას თვითმფრინავი ძლიერი ქარბუქისას მოცურდა. თვითმფრინავის ბორტზე 125 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, თუმცა მათი სერიოზული დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, იუწყება სააგენტო "როიტერსი".
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის გაფართოებისა და რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს უსაფრთხო ენერგოინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ მთელ დასავლეთ საქართველოს უზრუნველყოფს სტაბილური ბუნებრივი გაზით.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოში სადღეისოდ იმდენი ინფრასტრუქტრული პროექტი ხორციელდება, რომ მსგავსი რამ ოპოზიციას სიზმარშიც კი არ ექნება ნანახი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული მირიან ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ჭუბერში დააკავეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.