საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სენატს უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის თქმით, უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე ამერიკის პოლიტიკური კლასი ასე თუ ისე ჩამოყალიბებულია, საბოლოო სიტყვა პრეზიდენტს ეკუთვნის.

სრულად...

აშშ-ს ელჩს სამხრეთ კორეაში, მარკ ლიპერტს სეულში თავს ერთი პირი დაესხა. BBC -ს ცნობით, ამერიკელ დიპლომატს თავდამსხმელმა ცივი იარაღით მაშინ მიაყენა ჭრილობები, როდესაც იგი ხელოვნების ცენტრში საუზმობდა.

სრულად...

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, ევროკომისიას უკრაინასთან და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის განხილვა დაგეგმილი არ აქვს", განაცხადა იოჰანეს ჰანმა, ევროკომისიის წევრმა ევროპული მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში.

სრულად...

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

ინტენსიური თოვის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135-კმ156 ( ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთსა და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე შეზღუდვებია.

სრულად...

თბილისის მერიაში მორიგი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

სრულად...

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა მხარდი დაუჭირა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიერ გატარებულ პოლიტიკას და განაცხადა, რომ სავალუტო რეზერვების ხარჯვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან ეს ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების მატებას და ეკონომიკურ შენელებას იწვევს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

სრულად...

ლარის კურსთან დაკავშირებულ მოვლენებს მთლიანად გარე ფაქტორებს უკავშირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფითსი. 

სრულად...

ახმეტის პოლიციის უფროსი, ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი