„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ჩვენმა დასვლელმა პარტნიორებმა არაერთგზის პირდაპირ გვითხრეს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა გაურკვეველი მომავლის საქმეა.
თბილისის მთავრობის სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს. როგორც სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა სამსახურის ეფექტიანობის გასაზრდელად საინტერესო კონცეფცია წარმოადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით 1 აშშ დოლარის ლართან გაცვლითი კურსი 5 მარტისთვის 2.1075 ლარი იქნება, 1 ევროსი კი 2.3443, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარი ძირითად უცხოურ ვალუტებთან გამყარების ტენდენციას განაგრძობს.
დაინტერესებული კომპანიები ანაკლიის მომავალი პორტის ადგილმდებარეობას ეცნობიან. ანაკლიას დღეს ამერიკული „კონტი ჯგუფისა“ და ქართული „თიბისი ჰოლდინგისგან“ დაკომპლექტებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
საპატრიარქო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ თითქოს “პატრიარქმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია დაიბარა და მიხეილ სააკაშვილთან დააბარა, რომ “დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოს”.
სოფლები ერგნეთი, ზემო ხვითი, ზემო და ქვემო ნიქოზი, ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გაზიფიცირდა. საოუკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრა დღეს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა, კახა კალაძემ გამართა.
"ივანიშვილის მთავრობა აღარიბებს საკუთარ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი ყოველდღიურად ანიავებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს," ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ოჩიაური სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას ითხოვს. მისი მიმართვა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
"ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში საპრივატიზაციოდ არ გაგვიტანია ის ობიექტები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა ეჭვი, რომ კანონიერი მფლობელისთვის შესაძლოა, უკანონოდ ყოფილიყო ჩამორთმეული," განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის" პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.
ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ სახელმწიფოს გააჩნია გარკვეული რესურსი იმ ადამიანებზე კომპენსაციების გასაცემად, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქონება უკანონოდ ჩამოართვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.