,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადება გონივრული იყო, როდესაც მან თქვა, რომ საქართველო დღეს და ხვალ ნატოს წევრი ვერ გახდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 21 მარტს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციაზე არეულობის დაგეგმვას არავის ურჩევს. მინისტრის თქმით, აქციაზე უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა მოხდება.
ლარი დღეს დოლართან და ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური მონაცემების მიხედვით 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი 6 მარტისთვის 2.1415 ლარი იქნება, 1 ევროსი კი 2.3657.
დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა. წულუკიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ინიციატივით მიმართა, რომ აღნიშნულ ბიბლიოთეკას მხატვარ დავით კრაწაშვილის სახელი მიენიჭოს.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ აქვს რიგ სამინისტროებს ბიუჯეტის შესრულების კუთხით ჩამორჩენა და რატომ არ ხდება თანხების დროულად ხარჯვა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში.
აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის მხრიდან ინვესტიციების გაძლიერების პერსპექტივაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაძლოა "ის უცხოური ინვესტიციები, რომელიც ქართულ ეკონომიკას ესოდენ სჭირდება, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, უფრო ინტენსიურად წამოვიდეს".
"მე აქედან საქართველოში დავრუნდები უფრო იმედიანი, ვინაიდან ჩვენი პრობლემები ძალიან კარგად ესმით აქ", განაცხადა დავით უსუფაშვილმა სენატორ, ტომ კოტონთან და სენატის შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ, რონ ჯონსონთან გამართული შეხვედრების შემდეგ.
ცოტა ხნის წინათ პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, საგადასახადო შეღავათები დაწესდებოდა, დღეს ფინანსთა მინისტრმა კანონპროექტის სახით წარმოადგინა.
ნოდარ ხადური მოუწოდებს სამთავრობო სტრუქტურებს, 30 პროცენტით შეამცირონ საწვავის ხარჯი, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები, 20 პროცენტით შემცირდეს ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯები და ა.შ.
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარჯვა რეალურად დაწყებული არ არის, ამის შესახებ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.