საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ პაკეტს ვეტო დაადო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ ქართველი ოფიცრის რუსეთისთვის გადაცემით „თავი არ შეირცხვინოს".
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, საქართველომ უკრაინასთან უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ გიორგი ცერცვაძის ინტერესები უკრაინის ტერიტორიაზე იყოს დაცული.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა დონალდ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო იყო და რჩება აშშ-ის მთავარ მოკავშირედ რეგიონში. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება.
ჩვენ უნდა მივიღოთ ქვეყნის საჭიროებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებთან სრული შესაბამისობის მქონე კონსტიტუცია, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმთავრეს კანონში ცვლილებებზე საზოგადოების ფართო შემადგენლობა მუშაობს.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ესპანეთსა და დავოსში სამუშაო ვიზიტები შეაფასა.
ევროპის საპარლამენტო ასამბლეას მეორე ვადით, პედრო აგრამუნტი უხელმძღვანელებს. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები აირჩიეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვიცე პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის ბიუროს ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარედგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.