პარტია "ქართულმა ოცნებამ" "ბანკი ქართუდან" მილიონი ლარის ოდენობის სესხი აიღო. აღნიშნული ფინანსური დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ახალი პოლიტიკური პლატფორმის „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე მისგან ბლოკის საარჩევნო სიაში „გირჩის“ წევრების დატოვების სანაცვლოდ 4 მილიონ ლარს ითხოვდა, შეხვედრას კი 30-მდე ადამიანი ესწრებოდა.
„რაც შეიძლება დანამდვილებით ითქვას ეს არის, რომ ბურჭულაძის პარტია და მისი საპარლამენტო სია, ნამდვილად იყო გაყიდვის ობიექტი“,-განაცხადა გიორგი რუხაძემ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალების გამო, ისრაელის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
საარჩევნო ბლოკმა „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა პარტიული სიიდან ამორიცხვის მოთხოვნით მიმართა.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.
„მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ჭორაობაზე დავიწყო საუბარი და კინკლაობა. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ის თანხები მოდიოდა მთლიანად ბიძინა ივანიშვილისგან“,-განაცხადა მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „გირჩზე“ საუბრისას.
„ვფიქრობ, რომ გუნდს, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში, კონკრეტული გეგმა, ხედვა და სტრატეგია აქვს, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.