"თავისუფალი ზონის" წევრი ნუგზარ ჭიაბერაშვილი ორგანიზაციას ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას ჭიაბერაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ გეგმაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც არჩევნების შემდეგ, თბილისსა და მთლიანად ქვეყანაში დაპირისპირება უნდა დაიწყოს.
„არ მგონია, გიგა ბოკერია ცხრა ოქტომბერს პარლამენტარი გახდეს. არც მთავრობის წევრია და ნამდვილად არ მგონია, რომ ის დაბრუნდება ხელისუფლებაში", - აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგია ბოკერიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
„ვინც გაბედავს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობას, სისხლისღვრის მოწყობას, ძმათა დაპირისპირებას, მათი ადგილი იქნება ციხეში“, - ამის შესახებ ზესტაფონის მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ განაცხადა.
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა არასოდეს ყოფილა ისე ახლოს ხალხთან, როგორც დღეს არის. მისი თქმით, 8 ოქტომბრს ყველამ ხმა უნდა მისცეს კიდევ უფრო უკეთეს საქართველოს, კიდევ უფრო მეტ სიყვარულს კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას.
„არ მივტირი წარსულს, მაგრამ მენატრება ის დრო, როცა მეტი სიყვარული იყო საქართველოში, მეტი სითბო იყო ჩვენს ოჯახებში, ქართულ ოჯახებში, როცა მშობლები მეტად ეფერებოდნენ შვილებს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებიდან ერთი თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც არ იძიებდა ამ საქმეს.
,,მაინტერესებს საქართველოში, ვინ აცხადებს პროტესტს სტუმრის მიღებაზე. ეს, რა უბედურება დაგვემართა?! ჯერ ერთი, ეს არის აბსოლუტური უცოდინარობა თუნდაც იმიტომ, რომ რომის პაპი არის პატრიარქის სტუმარი და ვინც პატრიარქს არ სცემს პატივს, ის მართლმადიდებლობაზეც ნუ დადებს თავს“, - აცხადებს "ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
„მიკვირს იმ ადამიანების, რომლებმაც იციან რა საშინელება გაიარა საქართველომ გასული 9 წლის განმავლობაში, თუმცა ეს მათი არჩევანია ცხოვრობდნენ შიშის ქვეშ“,-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ნოდარ ხადურმა.
გპირდებით, გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად გავაუქმებ რუსეთთან სავიზო რეჟიმს, - აცხადებს "ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
,,ადამიანები მეუბნებიან, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა და მათი ყოფა არაფრით არ გაუმჯობესებულა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ტერორის შიში აღარ აქვთ. ეს ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ დანარჩენი?", - აღნიშნული განცხადება "ნინო ბურჯანაძე - ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.