„დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენ ქვეყანას ნატო-ს წევრობისთვის მოამზადებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
„ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოში გატარებული რეფორმების მასშტაბურობამ და მოძრაობის ტემპმა“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ათეული ცნობილია. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ სიაში პარტიის ძველ სახეებთან ერთად ახალი კადრებიც წარმოადგინა.
მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ პროპორციული საარჩევნო სიის პირველი 12 წევრი წარადგინა.
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე, პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებელი და მოქმედი დეპუტატი კარლო კოპალიანი არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა საარჩევნო სიაში წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა რომ ცესკო–ში წარსადგენი ე.წ. სააღრიცხვო ბარათი მას შევსებული აქვს.
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით რუსეთმა თავისთავს მიაყენა სერიოზული დარტყმა საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით. ეს აბსურდული პარადიგმა უნდა შეიცვალოს და მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს, - გიორგი მარგველაშვილი.
მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ორმხრივი შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ალიანსი მზად არის გააძლიეროს ჩართულობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი განვითარებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ქვეყნის პირველმა პირმა სტოლტენბერგი ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო.
ერთი წელი, როდესაც პრემიერი ვიყავი საყვედურებს ვღებულობდი იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დასაქმება ვერ მოხერხდა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.